“მეტი სილურჯე ქალაქს!”

იყო დრო, როცა ყვითელი ავტობუსები შემოიყვანეს ქალაქში, ყველაფერი გადაყვითლდა და მთელი თბილისის სალაპარაკოც მხოლოდ ეს იყო. ყველას მხოლოდ ავტობუსების თემა ეკერა პირზე. მსჯელობდნენ საჯაროდ, ქუჩებში, ტელევიზიაში და უფრო მეტს თვით ავტობუსებში – აფასებდნენ ინტერიერს, მძღოლების ყვითელ ჰალსტუხებსა და გაპრიალებულ გაპარსულ სახეებს. ცოტა ხნით მაინც ამოზნიქა ჩვენმა თბილისმა სიამაყით მკერდი – ნახეთ როგორი სილამაზე დაცუცუნობს ჩემს გულზეო. მაგრამ დრონი მეფობენო ხომ გაგიგიათ, ჩვენს ქალაქში კი ნამეტანი თემურლენგური “დროება” სუფევს – ისეთნაირად გადაგვივლის, რომ ერთიანად შეგვმუსრავს ხოლმე – და ჩვენს ყვითლებსაც (მოფერებით ასე ვუწოდებ) ეგ ბედი ეწიათ – გახუნდნენ, გაიზნიქნენ, დაჩაჩანაკდნენ, ნელ–ნელა აამტვერეს და ააქოთეს ისედაც არც ისე კარგი სურნელის მქონე “დედა” ქალაქი.  მაგრამ მარტო დროს რა ვუთხარი, ხალხიც რომ არ ინდობს? “ნინიშკა + ოთიკო” “დამირეკეთ” “მე თქვენი დედა…” და მსგავსი წარწერებით აჭრელებული დანაგვიანებული და გახრიოკებული ავტობუსები, ბოლოს რომ მხოლოდ მაშინ გაწმინდეს, როცა “დედა” ქალაქის გულში პირველად უშვებდნენ სასიარულოდ.Read More »

პატიება

არსებობს მომენტები შენს ცხოვრებაში რომელთაც სიამოვნებით აღარასდროს გაიხსენებდი, სამუდამოდ დამარხავდი რადგან ზედმეტად მძიმე იყო გადასატანად, თუმცა რომც შეგძლებოდა  ალბათ არც შეცვლიდი, რადგან ამაზე არ დაკარგავდი შენს სურვილებს. არსებობენ მომენტები რომლებიც თავიანთი უბრალოებით ბედნიერს გხდიან. წამები, რომლებიც ალბათ სიკვდილის ჟამს უნდა გაიხსენო და თქვა რა კარგად მიცხოვრიაო და ან  შვილიშვილებს მოუყვე, რომ აჩვენო რა ბედნიერი ყოფილხარ. და არსებობენ ასეთი მომენტები, რომელთაც არ იცი რა უნდა უყო. მომენტები, რომლებიც შენს ცხოვრებას განსაზღვრავენ და ძალიან დაუნდობელ ჭრილობებს გაყენებენ. მომენტები რომლებიც უბრალოდ გჭირდება რომ გადაახვიო და ცხოვრების ეგ ეპიზოდი ხელახლა დაწერო. სინანულის და იმედგაცრუების მომენტები . Read More »